წყალაფორეთის საჯარო სკოლაში მათემატიკის საღამო ჩატარდა
07-06-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა კათედრის თავჯდომარე ნანა კირკიტაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს V, VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა.

ისინი კარგად მოემზადნენ მათემატიკური კონკურსისთვის და წარმატებით გაართვეს თავი „სახალისო ამოცანებს“. I ადგილი VIII კლასელმა ვახო ქელეშაშვილმა დაიმსახურა. მან  ისაუბრა უცნაური მათემატიკური ხრიკების შესახებ.

ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციით გამოვიდნენ IX კლასელები(პედაგოგი მალხაზ კავილაძე) მათ პირამიდისა და მათემატიკის საოცრებათა შესახებ ისაუბრეს.

ქეთევან სარალიძემ ყველას მოწონება დაიმსახურა. მან ჩრდილის მიხედვით პირამიდის სიმაღლის გაზომვის მეთოდი გააცნო მოსწავლეებს.

დასასრულს, აქტიური მონაწილეებისთვის მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203