არშის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ აღნიშნეს
07-06-2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არშის საჯარო სკოლაში 12-ე კლასის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება „ბოლო ზარი“  გაიმართა.

ორგანიზატორი გახლდათ კლასის დამრიგებელი დარეჯან გოგატიშვილი. ღონისძიებაში 12-ე კლასის 6 მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, დირექტორი, მშობლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების განმავლობაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული ლექსები, სახალისო დადგმები, სიმღერები, ხალხური ცეკვები, სახალისო სიმღერები...

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვა კლასების მოსწავლეებმა განსხვავებული აქტივობებით. დასასრულს კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექტორი  და ასევე სხვა მასწავლებლებიც გამოვიდნენ სიტყვით და 12 კლასის მოსწავლეებს  მიულოცეს სკოლის წარჩნებით დამთავრება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203