ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეცნიერებათა სამყაროში იმოგზაურეს
07-06-2019

ახალციხის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის (კათედრის ხელმძღვანელი შორენა ენდელაძე) მიერ დაგეგმილი კვირეულის ,,საოცარ მეცნიერებათა სამყაროში“ ფარგლებში ჩატარდა.

,,ქალები ყოველთვის იყვნენ ძალზედ უცნაურები, მათ აქვთ საკუთარი აზრი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ რაც კი დედამიწაზე არსებობს... ასე იწყებოდა ,,ქალთა როლი ფიზიკაში", რომელიც IXა, IXბ და IXე კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს აუდიტორიას, ფიზიკის მასწავლებელ თამარ ნადირაძესთან ერთად.

ბავშვებმა ისაუბრეს მსოფლიო დონის მეცნიერ, ფიზიკოს ქალებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადსხვა კუთხეში, სხვადსხვა დროს დაიბადნენ, ფიზიკის სხვადსხვა სფეროში გამოიჩინეს თავი, რომ მათ ერთი რამ აერთიანებთ, თავიაანთი საქმიანობით მსოფლიო შეცვალეს, ისევე როგორც სხვა სფეროს წარმომადგენელმა ქალებმა.

მოსწავლეებმა დაამსხვრიეს სტერეოტიპი, რომ ვაჟები განსაკუთრებული ტექნიკური ნიჭით გამოირჩევიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203