კიროვაკანის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა
07-06-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიროვაკანის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქრისტინე ბაღდასარიანთან ერთად, დაწყებით საფეხურთან გამომშვიდობება განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ისინი სკოლის წარმომადგენლების, მშობლებისა და სხვა მოსწავლეების წინაშე  ლამაზი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ.

მათ ასევე პირობა დადეს, რომ შემდეგ საფეხურზე მეტი ინტერესითა და აქტიურობით ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

სკოლის დირექტორმა ყველას მიულოცა ეს დღე და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორ მასწავლებელს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203