ბურნაშეთის საჯარო სკოლას მეთორმეტეკლასელები ემოციურად დაემშვიდობნენ
07-06-2019
წალკის მუნიციპალიტეტის  ბურნაშეთის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.

სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ემოციური - სიხარულისა და სევდისმომგვრელი გახლდათ.

მეთორმეტეკლასელებმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრების შესრულების შემდეგ ემოციური სიტყვა წარმოთქვეს და მასწავლებლებს მრავალწლიანი მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ კი კურსდამთავრებულებს ბოლო ზარის დარეკვა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203