თბილისის N72 სკოლის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
07-06-2019

თბილისის N72 სკოლის ისტორიის მასწავლებელმა მაია ბეგლააშვილმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად გასვლითი გაკვეთილი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოაწყო.

მოსწავლეებისთვის ეს იყო დადებითი ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე დღე. პროექტის „ჩვენი სამშობლოს კუთხეები“ ფარგლებში მოსწავლეებმა ორი თვის განმავლობაში მოამზადეს კუთხეების ღირშესანიშნაობების ამსახველი ინფორმაცია, რომლის პრეზენტაციაც წარმოადგინეს უშუალოდ მუზეუმის ფარგლებში.

მოხატეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის რუკები, მოამზადეს ლექსები და დღეს ჩვენ ნამდვილად მოვიარეთ იმიერ და ამიერ საქართველო.

მუსიკის მასწავლეელმა ნათია ჯოჯუამ თითოეულ კუთხეში სტუმრობისას ბავშვებს მოასმენინა საქართველოს კუთხეების ტრადიციული სიმღერები. პრეზენტაციის შემდეგ ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ცეკვა,და არა მხოლოდ ტრადიციული.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს და ბავშვებს და აღნიშნავს, რომ აი, ეს არის ექსკურსია. შემეცნებით-აღმზრდელობითი და გასართობი-არაფორმალურ გარემოში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203