ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნინოობა და ბავშვთა საერთაშორისო დღე ბუნებაში აღნიშნეს
07-06-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ხეოთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და რესურსცენტრის უფროსმა, ხათუნა ხმალაძემ ნინოობა და ბავშვთა საერთაშორისო დღე ბუნებაში აღნიშნეს.
„მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და რესურსცენტრის უფროსმა, ქალბატონმა ხათუნა ხმალაძემ ნინოობა და ბავშვთა საერთაშორისო დღე, ისტორიული სამცხის ულამაზესი სოფლის, ულამაზეს ბუნებაში ავღნიშნეთ... ქალბატონ ხათუნას სამახსოვროდ წიგნი - „ხეოთი და ხეოთელები“ გადავეცით და „ხეოთის საპატიო სოფლელის“ ტიტული მივანიჭეთ. მას ასევე ვაჩუქეთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, თამარი ბერიძის ხელნაკეთი „ფერადი საქართველო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს