ორღულის საჯარო სკოლა 95 წლისაა და ტრადიციულ „ღია კარის დღეს“ მასპინძლობს
07-06-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლა 95 წლისაა.

მრავალწლიანი ისტორიისა და საგანმანათლებლო კულტურის მქონე სკოლას არაერთი საინტერესო ტრადიცია აქვს, რომელთა შორისაც „ღია კარის დღე“ გამოირჩევა და ყოველწლიურად აღინიშნება.

ამ დღეს სკოლა მოწვეულ სტუმრებს ერთწლიან მიღწევებს აცნობს და განვლილ სასწავლო წელს აჯამებს.

სკოლის ენერგიული და შემოქმედებითი პედაგოგების დამსახურებით,  საგაკვეთილო პროცესი გაცდენების გარეშე, საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა კიდევ ერთი წარმატებული წელი შემატეს სკოლის ისტორიას.

ორღულის საჯარო სკოლის მრავალფეროვანი აქტივობების სანახავად გადადით ბმულზე და გაეცანით პრეზენტაციას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203