ბულაჩაურის საჯარო  სკოლაში საქართველოსთვის მებრძოლთა ხსოვნას სპორტული ტურნირი მიეძღვნა
07-06-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაურის საჯარო  სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მეთექვსმეტე  ზონალური ტურნირი ჩატარდა.
 
აქტივობა საქართველოს  ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნა და მისი მიზანი  მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი  ცხოვრების წესის  პოპულარიზაცია გახლდათ.

შეჯიბრში ბულაჩაურის, აბანოსხევის,  ლაფანაანთკარის, ჭოპორტის  და საშაბუროს საჯარო  სკოლების  ოთხმოცამდე  მოსწავლე ასპარეზობდა.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს  მედლები და დიპლომები  გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203