ტურცხის საჯარო სკოლაში ტრადიციადქცეული პოეზიის საღამო გაიმართა
07-06-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ტურცხის საჯარ სკოლაში ტრადიციადქცეული პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიება ამავე სკოლის დამფუძნებლის, თანასოფლელის, პედაგოგისა და მწერლის, ოქრო ოქროიანის ხსოვნას მიეძღვა.
აქტივობა უკვე მესამე წელია, ტარდება და მას შეჯიბრის სახე აქვს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან მოწვეული მოსწავლეები ერთმანეთს ლექსში, სიმღერასა და ცეკვაში ტოლს არ უდებენ.
მიმდინარე წელს ერთმანეთს 5 სკოლა შეეჯიბრა: ტურცხის, ვარევანის, მერენიის, ხულგუმოსა და ზაკის საჯარო სკოლები.
მოსწავლეებმა მთელი სულით და გულით შესანიშნავი საღამო მოაწყეს.
ღონისძიების დასასრულს, საპრიზო ადგილები გამოვლინდა და მოსწავლეები და სკოლები დასაჩუქრდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს