ზემოხევის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
06-06-2019
შუა ხევის მუნიციპალიტეტის ზემო ხევის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. ამჯერად სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.  საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს.  საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203