არშის საჯარო სკოლაში I-მა კლასმა გამართა „ანბანის გაცილების“ ღონისძიება
06-06-2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არშის საჯარო სკოლაში I-მა კლასმა გამართა „ანბანის გაცილების“ ღონისძიება.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი ვერა გუჯარაიძე.ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 6 მოსწავლე.ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები,სკოლის დირექტორი და მშობლები.ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო, დატვირთული თეატრალური წარმოდგენებით და მხატვრულად გაფორმებული.მოსწავლეებმა თითოეულ ასო-ბგერასთან დაკავშირებით ლექსები და გამოცანები თქვეს, ასევე წაიკითხეს მხატვრული ლექსებიც და იმღერეს.ღონისძიების დასასრულს დამრიგებელი გამოვიდა სიტყვით და გადასცა სიგელები მოსწავლეებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203