ზემო ხეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მშვიდობა ყველა ბავშვს“ გაიმართა
06-06-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ზემოხეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მშვიდობა ყველა ბავშვს“ გაიმართა. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, მოეწყო „მხიარული სტარტები“ და სახალისო თამაშები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

„მართლაც სასიამოვნო იყო მათი ბედნიერი და კმაყოფილი სახეების დანახვა. დაე, მშვიდობა ყველა ბავშვს!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203