წევის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა ბოლო ზარი აღნიშნეს
06-06-2019

ზესტაფონის რაიონის წევის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება აღნიშნეს.

სკოლამ წლევანდელი კურსდამთავრებულები დიდი სინანულით, მაგრამ მხიარულად და კეთილი სურვილებით გააცილა.

მე-12  კლასელებმა გამოსამშვიდობებლი სიტყვებით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა  და  თანასკოლელებს.

მათ ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის  მიმართ. სკოლის დირექტორმა  და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203