ოფრეთის საჯარო სკოლაში მრავლფეროვანი აქტივობებით დატვირთული მათემატიკის  გაკვეთილი ჩატარდა
06-06-2019

მარნეულის რაიონის ოფრეთის საჯარო სკოლის V კლასში ძალიან საინტერესო, სახალისო, მრავლფეროვანი აქტივობებით დატვირთული მათემატიკის  გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა  წილადის ცნება იყო და შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმას.

გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი, ვიზუალური თვალსაჩინოება, რომლის დახმარებითაც მოსწავლე თავს ართმევდა აქტივობებს და ხალისით ასრულებდა სხვადასხვა მათემატიკურ მაგალითებს და ამოცანებს.

 სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა არკადი მანუჩარიანმა და დადებითი შეფასება დაიმსახურა შეფასების იმ ჯგუფის მიერ, რომელიც გაკვეთილს ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203