ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „მდინარეები ნარჩენების გარეშე“ მონაწილეობდნენ
06-06-2019

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე“ ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ჭომის დასახლებაში არსებული სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე რიონის სანაპიროს დასუფთავებაში. (ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი დ.კუჭუხიძე).

აღნიშნულით მოსწავლეები გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წელს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაერო-ს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203