წყალტუბოს N1 სკოლაში ღონისძიება - „გიყვარდეს წიგნი და ყოველთვის გახსოვდეს შენი ვალი სამშობლოს წინაშე“ ჩატარდა
06-06-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება თემაზე: „გიყვარდეს წიგნი და ყოველთვის გახსოვდეს შენი ვალი სამშობლოს წინაშე“.

ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.  (კლასის ხელმძღვანელი: ნ. თუთისანი; მუსიკალური გამფორმებელი: მ. ჟორჟოლიანი; ქორეოგრაფი: ჟ. ბენიძე)

ღონისძიება გაჯერებული იყო პატრიოტულ თემებზე შექმნილი ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით.

აღნიშნულ ზეიმში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლებიც. საზეიმო ღონისძიებამ მოწვეული სტუმრებისა და სკოლის დირექციის დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203