ხაჩკოვის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს
06-06-2019

წალკის  მუნიციპალიტეტის  ხაჩკოვის  საჯარო  სკოლაში  პირველკლასელთა  ღონისძიება „ანბანის გაცილება“ გაიმართა. 

აქტივობაში 9 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც  სომხურ  ენაზე  წაიკითხეს  ლექსები და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

მათმა გამოსვლამ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლის  დირექტორმა, ლიანა  პილტოიანმა  და  კლასის  დამრიგებელმა,  მარულა  მანასიანმა  პირველკლასებელს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მეტი წინსვლა უსურვეს მომავალში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203