თორიის საჯარო სკოლაში XII კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
06-06-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თორიის საჯარო სკოლაში XII კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. სკოლის დირექტორი სერგეი პეტროსიანი და მათი დამრიგებელი თინა ლოქიანი კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ მოსწავლეებს.

XII კლასელებმა კი თავის მხრივ, სკოლას, პედაგოგებს, კლასს და მეგობრებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს. მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას და საყვარელ მასწავლებლებს.

ამ დღისთვის მომზადებული პროგრამა ძალიან საინტერესო იყო. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ცეკვები: „ვალსი“ და „ქართული ცეკვა“.  მოსწავლეებმა იმღერეს როგორც სომხურად, ასევე ქართულ ენაზე. ასევე, წაიკითხეს ლექსები სკოლასა და მასწავლებლებზე. 

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203