„ქართველი რომანტიკოსები“- აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
27-06-2019

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო თემაზე ,,ქართველი რომანტიკოსები.“

პედაგოგ ს. რურუას ხელმძღვანელობით X და XI კლასის მოსწავლეებმა დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს.

მათ შესანიშნავად მოირგეს დიდი წინაპრების როლები და მსმენელს წარუდგინეს რომანტიკოსთა ის ნაწარმოებები, რომელიც XIX საუკუნის I ნახევრის ქართული საზოგადოების  უდიდესი ნაწილის განწყობის გამომხატველი იყო.

აღსანიშნავია, რომ პოეზიის საღამოს მონაწილეებმა ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203