მცხეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება „ანბანის გაცილება“ გამართეს
06-06-2019
მცხეთის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის სოფო ელკანიშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს. 

პირველკლასელები დამსწრე საზოგადეობის წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. 

„იისფერში გამოწყობილმა ლამაზმა გოგო- ბიჭებმა ანბანი „გააცილეს“. გვამოგზაურეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებში. გააცოცხლეს და განასახიერეს კიდეც ისინი. მაყურებელს თავი დაამახსოვრეს სიმღერებითა და ცეკვებით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203