ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორმა ნესტან სიხარულიძემ „ლიდერობის აკადემია“ წარმატებით გაიარა
06-06-2019
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორმა ნესტან სიხარულიძემ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ „ლიდერობის აკადემია“ წარმატებით გაიარა.  

სკოლის დირექტორის თქმით, მისთვის ,,ლიდერობის აკადემიის” 3 კურსი უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

,,სკოლის დირექტორებს მოგვეცა საშუალება, გარკვეული ორგანიზება გაგვეწია იმ ცოდნისთვის, რომელიც გვქონდა და უკვე მიზნობრივად გაგვეტარებინა კონკრეტულად სკოლის ცხოვრებაში, დაგვენერგა პრაქტიკაში,”- აღნიშნა მან.


„ლიდერობის აკადემია“ დასრულდა. საზეიმო დახურვაზე 1 800-ზე მეტ საჯარო სკოლის დირექტორს, ამდენივე სკოლის ბაზაზე შერჩეულ პროფესიული განვითარების ფასილიტატორსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელს სკოლის მართვის გაუმჯობესების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203