წითელსოფლის საჯარო სკოლაში ქიმიის ღია გაკვეთილი წარმატებით წარიმართა
06-06-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წითელსოფლის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი წარმატებით წარიმართა.
მეცხრეკლასელებმა ქიმიაში საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები საინტერესო ფორმით წარმოაჩინეს და გაკვეთილში აქტიური ჩართულობით დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობა შემეცნებით- მამოტივირებელი ხასიათის გახლდათ და საგნისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას ისახავდა მიზნად.