„ბავშვი დედამიწის ყვავილია“ - ყვიბისის საჯარო სკოლაში 1 ივნისი ორიგინალურად აღნიშნეს
06-06-2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყვიბისის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

პედაგოგ რიმა მამასტარაშვილის ხელმძღვანელობით მე-2 კლასში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „ბავშვი დედამიწის ყვავილია“  ჩატარდა.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა ღონისძიებას წარმატებით გაართვეს თავი და მაყურებელთა მოწონებაც დაიმსახურეს.

„ვუსურვებთ ყვავილთა სურნელივით მოეფრქვიოს დედამიწას მათი წარმატებები“ - სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203