ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „ხონის ტურისტული განვითარება“ პრეზენტაცია გაიმართა
06-06-2019
ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „ხონის ტურისტული განვითარება“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პროექტის ავტორია - სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელი გიგა გლუნჩაძე. პროექტში ხონის N2 და კუხის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. სულ წარმოდგენილი იყო 4 პრეზენტაცია.

პრეზენტაციებს ჟიური და მაყურებელები (ხმების რაოდენობით) აფასებდნენ.

ადგილები ასე გადანაწილდა: 1-ლი ადგილი - ანა მოგელაძე, დაჯილდოვდა კაბადოკიაში ერთკვირიანი მოგზაურობით 100%-იანი დაფინანსებით, მე-2 ადგილი გაინაწილეს ეთერ სულუხიამ და მარიამ მაჭარაძემ, ჯილდო - კაბადოკიაში 1 კვირიანი მოგზაურობა 25%-იანი დაფინანსებით. 

„გილოცავთ ბავშვებო, ჩვენ თქვენით ვამაყობთ! მადლობა პროექტის ორგანიზატორებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203