ბოლნისის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
06-06-2019
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი მანანა შავაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
„პირველკლასელებმა ანბანი გააცილეს და დედა ენას დაემშვიდობნენ. საოცარი მუხტი იგრძნობოდა. მათმა მოციმციმე თვალებმა, მთელი გრძნობით წარმოთქმულმა ლექსებმა, გულიანმა სიმღერამ, ნიჭიერად შესრულებულმა სცენებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. ღონისძიებაზე მოწვეული ბრძანდებოდა ქალბატონი ია სვანიძე. მადლობა პირველი კლასის დამრიგებელს ჩვენს შემოქმედ პედაგოგს მანანა შავაძეს ასეთი თბილი დღესასწაულის მოწყობისთვის“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს