ნინოწმინდის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედა ენის ბაღში ღონისძიება გამართეს
06-06-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის საჯარო სკოლის მეორე კლასში საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით მეორეკლასელებს, დამრიგებლის ნინო ლაღაძიშვილი ხელმძღვანელობით, „დედა ენის ბაღში“ საგაკვეთილო გასვლა ჰქონდათ. დედა ენის ბაღში მოსწავლეებმა მათთვის საყვარელი წიგნის ძეგლი ნახეს და პატარა ღონისძიება გამართეს. პატარებმა დედა ენასა და საქართველოზე ლექსები წაიკითხეს.
დედა ენის ძეგლის გარდა მოსწავლეებმა ქალაქის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს. 

მეორეკლასელები ასევე მონაწილეობდნენ დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საერთო სასკოლო ღონისძიებაში. აღნიშნულ ღონისძიებაზე მეორე კლასის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის მოთხრობის - „სამოთხის გვრიტების“ ინსცენირება წარადგინეს. ბავშვებმა მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის როლები და სიხარულით განასახიერებდნენ თითოეულ მათგანს.

მე-2 კლასის აღსაზრდელებს ასევე საინტერესო და ემოციური დღე ჰქონდათ 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს.
მეორე კლასმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ეს დღე აღნიშნეს. ბავშვებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს და მოულოდნელი სიურპრიზებით გაახარეს. ნაჩუქარ წიგნებს სკოლის აღსაზრდელები თანამიმდევრობით კითხულობენ და კვირაში ერთხელ პრეზენტაციას ატარებენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203