საერო სკოლა „ქიაჩში“ პროექტი - „ჩვენ ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას“ ხორციელდება
06-06-2019

საერო სკოლა „ქიაჩში“ ხორციელდება პროექტი - „ჩვენ ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას“.

სხვადასხვა კლასში სხვადადხვა მწერალი შეირჩა. პროექტის ფარგლებში IV, V, მდა VI კლასის მოსწავლეებმა უკვე წაიკითხეს 12 მოთხრობა და საქმიანობა ინტელექტუალური თამაშის სახით შეაჯამეს.

გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდს (VI კლასი) და გამარჯვებულ ბლიც-მოთამაშეს, მეექვსეკლასელ ნინო კვარაცხელიას გადაეცათ სიგელები.

ემოციებით დატვირთული იყო სხვადასხვა კლასებს შორის უკვე წაკითხული წიგნების გაცვლის მომენტი. ისინი შეუდგებიან ახალი ნაწარმოების კითხვას. პროექტის შეჯამება სასწავლო წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტი ვარო კვარაცხელიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად ხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203