ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მიყვარს ქართულად“ გამართეს
06-06-2019
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 4/6 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მიყვარს ქართულად“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლიტერატურული კომპოზიციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა წარმოადგინეს, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ქართული დამწერლობისა და ენის ღირებულება. მოძრაობებით გააცოცხლეს თითოეული ასო-ბგერა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა გზა დაულოცეს მომავალ პირველკლასელებს და ანბანის გასაღები გადასცეს.

კლასის დამრიგებელი მაია კუხიანიძე, ღონისძიების რეჟისორი - თამარ საღინაძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203