წითელუბნის საჯარო სკოლას ცნობილი მწერლები ესტუმრნენ
06-06-2019

გორის რაიონის წითელუბნის საჯარო სკოლას მწერალთა სახლის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე პოეტები და მწერლები სტუმრობდნენ.

„მწერლები საოკუპაციო ხაზთან - სტუმრად სკოლაში“ (პროექტის ხელმძღვანელი - ვაჟა შაქარაშვილი) მწერლები და პოეტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს და გორის რესურსცენტრის წარმომადგენლები.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა სკოლის დირექტორმა - ქალბატონმა ლამზირა მუზაევმა.

სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს სასწავლო პროექტი: „ვიცი თუ არა ჩემი სოფლის ისტორია?“ და სპექტაკლი „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ (ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ამირან შავაძე).

მწერლებმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს წაუკითხეს საინტერესო ლექსები და ასევე შეაფასეს მოსწავლეთა შემოქმედება. შეხვედრის ძირითადი პატოსი იყო „სიყვარული და მეგობრობა", ნათლად გამოიკვეთა აზრი, რომ მარალი ადამიანური ღირებულებები აღადგენს და გაამთლიანებს ჩატეხილ ხიდს, სადაც მომავალი თაობები მშვიდობიანად ივლიან.

ღონისძიებამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე,ასევე სტუმრებზეც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203