თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიას ესტუმრნენ
06-06-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები გეოგრაფიისა და ქიმიის ერთობლივი გასვლითი გაკვეთილის ჩატარების მიზნით, კვლევისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიას ესტუმრნენ.

გაკვეთილი დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს პედაგოგებმა: რუსუდან ნუცუბიძემ და ქეთევან დუღაშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებლები: მარინე ქარელიძე და დალი მუმლაძე.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კრისტალებისა და ქანების შესანიშნავი და მრავალფეროვანი კოლექცია, უფრო მეტი გაიგეს იმ გეოლოგიური გარდაქმნების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს მათი წარმოშობისა და შემდგომი ფორმირების პროცესში, ასევე მათი სტრუქტურებისა და შედგენილობის შესახებ. გამოთქვეს ვარაუდი ზოგიერთი მინერალის თვისებების შესახებ, რაც იქვე შეამოწმეს ცდებით.

სკოლის ადმინისტრაცია მაია ახალკაციშვილს მასპინძლობისა და საინტერესო ექსკურსისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203