თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადრეული ქორწინების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს
06-06-2019

თელავის N5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის „სამოქალაქო განათლების კლუბის“ წევრმა მოსწავლეებმა ბუბა დარჩიაშვილმა და მარიამ ფროდიაშვილმა „თანატოლგანმანათლებლის“ ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგი „ადრეულ ქორწინებას“ ეხებოდა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებისა და კერძოდ ბავშვთა უფლებების დარღვევებს, ადრეული ქორწინების გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემებს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო  დისკუსია წარმართეს.

„დიდ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის კლუბის წევრ მოსწავლეებს, ასევე დიდ მადლობას ვუხდით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორს, ლიკა იმერლიშვილს თანადგომისთვის“ - „სამოქალაქო განათლების კლუბის“ მეურვე პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203