ველისციხის საჯარო სკოლაში შიდა შეფასების ჯგუფისთვის ჯანსუღ კახიძის შემოქმედების შესახებ გაკვეთილი  ჩატარდა
06-06-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგმა თეა სულხანიშვილმა VI კლასში შიდა შეფასების ჯგუფისთვის ჩაატარა სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: ჯანსუღ კახიძის შემოქმედება.

გაკვეთილი გამდიდრებული იყო ციფრული რესურსებით. მასწავლებლის პოზიტიური განწყობა, დადებითად  ზემოქმედებდა როგორც მოსწავლეებზე, ასევე დამსწრე საზოგადოებაზე.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოისმინეს ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილი ნაწარმოებები.

ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით შეასრულეს ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოები ,,მუხამბაზი",  რომელიც ჩვენ გვახსოვს კინო ფილმიდან ,,რაჭა ჩემი სიყვარული".

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა შეაფასა მოსწავლეები საგაკვეთილო ჩართულობაში, ასევე შეაფასებინა  მოსწავლეებს გაკვეთილი, სთხოვა გამოეთქვათ ვარაუდები, თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203