წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ
06-06-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში ეროვნული სამოსით საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რაშიც აქტიურად ჩაერთნენ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ ეროვნული სამოსით შემოსილებმა აღნიშნეს ეს სადღესასწაულო დღე და მთელ ქალაქს მიულოცეს. მსვლელობის დასასრულს  სკოლასთან არსებული ეროვნული ცეკვების ანსამბლმა - „იმერეთი“ (ხელმძღვანელები: დარეჯან ჩარქსელიანი და თორნიკე ბიჭიკაშვილი) ცეკვა ხორუმი წარმოადგინა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით შესრულდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203