ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში კიდევ ერთი „ბოლო ზარი“ დაირეკა
05-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის  „ბოლო ზარი“  დაირეკა.

მე-12  კლასელებმა გამოსამშვიდობებლი სიტყვით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა  და  თანასკოლელებს. მათ ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის  მიმართ. სკოლის დირექტორმა  და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.

„კიდევ ერთი ბოლო ზარი.... ისინი მომავალი ექიმები, გემთწამყვანები, ეკონომისტები, მასწავლებლები, მინისტრები არიან!
საქართველოს მომავალი ამათ ხელშია!  გილოცავთ ბავშვებო! ღირსეულად, თავაწეულებს გევლოთ მთელი ცხოვრება!
თქვენი წარმატება ჩვენი სიხარულია! ეროვნულების ჩაბარებას გისურვებთ, თქვენ შეძლებთ ვიამაყოთ თქვენი მომავლით“, - ნათქვამია  განახლების საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203