ირემაძეების სკოლის სპორტული წარმატება და საპრიზო ადგილები მინი-ფეხბურთში
05-06-2019

18 -19 მაისს ქვემო  ვაშლოვნის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული ჯარისკაცის რუსლან მელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი  ჩატარდა.

მინი ფეხბურთში 2006-2008 წელს დაბადებული ვაჟი მოსწავლეები რაიონის 14 სკოლის ნაკრები გუნდიდან მონაწილეობდნენ.

მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ირემაძეების საჯარო სკოლის ნაკრებმა გუნდმა ფინალში პენელტების სერიაში დაამარცხა დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდი 4-3 და  პირველი ადგილი დაიკავა. გუნდის მწვრთნელი რამაზ ირემაძე გახლდათ.

1-2 ივნისს ქვემო  ვაშლოვნის საჯარო სკოლის სპორტულ სტადიონზე   ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მერაბ ჭელიძისა და ნადიმ ართმელაძის  ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინიფეხბურთში 2004-2006 წელს დაბადებულ ვაჟ მოსწავლეებს შორის,  რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა რაიონის 18 სკოლის ნაკრები გუნდი.

მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის ნაკრები გუნდი ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდითან 5-4 და დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი.  გუნდის მწვრთნელი რამაზ ირემაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203