ბოგვის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება - „ჩემი ოთხი წელიწადი“ ჩატარდა
05-06-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბოგვის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება - „ჩემი ოთხი წელიწადი“ ჩატარდა.
საზიემოდ მორთულ დარბაზში ბავშვების შემოქმედებას ესწრებოდნენ მასწავლებლები და მშობლები.
თითოეული ბავშვი სევდანარევი სიხარულით და მთელი მონდომებით ასრულებდა თავის ნომერს.
მათ წარმოადგინეს სხვადასხვა პოეტების შემოქმედებიდან ინსცენირება, განასახიერეს იუმორისტული სხარტულები სასკოლო თემაზე, რაზეც საერთო მოწონება და შექება დაიმახურეს.