ზარიძეების საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს
05-06-2019
თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების საჯარო სკოლაში გასული წლის შემოდგომაზე ექსკურსიით დაწყებული პროექტი  ნიკო ფიროსმანის შემქომედების შესახებ პრეზენტაციით დასრულდა.

პროექტში VI-VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი ასე რამ შემაყვარა....“

მხოლოდ სათავისოდ არ უთქვამს პოეტს ეს სიტყვები... ასეთმა სიყვარულმა გააცოცხლებინა ჩვენს მოსწავლეებს ფიროსმანი და ძველი თბილისის უბნები თავიანთ ნამუშევრებში.

გასული წლის შემოდგომაზე ექსკურსიით დაწყებული პროექტი (ხელმძღვანელი ევა ცალუღელაშვილი) წელს 4 ივნისს, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული პრეზენტაციით დაგვირგვინდა.

პროექტში მონაწილეობდნენ VI-VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები. მადლობა ბავშვებს, დამრიგებლებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნანა ცალუღელაშვილს აქტიური და გულმოდგინე ჩართულობისთვის“,-ნათქვამია ზარიძეების საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203