მესხეთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „ჩვენი ეზო“ განხორციელდა
05-06-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, მესხეთის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ნანა ბაბუნაშვილმა, მე-2 კლასში სოციალური პროექტი - „ჩვენი ეზო“ განახორციელა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორ მოსწავლეები, ასევე მათი მშობლებიც.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელებით შექმნეს ბარათები, კალათები, ყუთები და წიგნის სანიშნები. სკოლის ეზოში მოაწყეს გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხალისიანად წარიმართა. გამოფენაზე გამოტანილი ნივთები სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა შეიძინეს. 

აღებული თანხით სკოლის აღსაზრდელებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით შეიძინეს ყვავილების ნერგები, რომლებიც  მშობლების დახმარებით სკოლის ეზოში დარგეს. 

სკოლის ეზოში მე-2 კლასელთა სახელობის ყვავილების კუთხე შეიქმნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203