გეგელიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები ჩაატარეს და თავადვე შეაფასეს
05-06-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, გეგელიძეების საჯარო სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე პრეზენტაციები ჩაატარეს და თავადვე შეაფასეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა მათი მიღწევები გაანალიზონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მოსწავლეებს მივიდნენ შედეგამდე და მათი მიღწევები გაანალიზონ. მხოლოდ აქტივობის შესრულება არ ნიშნავს წარმატებას/შედეგს. მნიშვნელოვანია მივსცეთ მოსწავლეებს მარტივი ინსტრუქცია, რაც ყოველთვის გასათვალისწინებელია, და უკეთ შეასრულებენ სამუშაოს, უკეთ გამოიყენებენ თავიანთ ცოდნას, თვითონვე გაინაწილებენ როლებსაც და დაიწყებენ სვლას შედეგისაკენ. ხშირად ვცდილობ, მივცე საშუალება მოსწავლეებს თვითონვე გააკეთონ თვითშეფასება/შეფასება. სასიხარულოა, როცა ხედავ მოსწავლეებს თუ როგორ სამართლიან შეფასებებს აკეთებენ და განათლების მიღებას სახალისო პროცესად თვლიან, რომელიც ქმნის მათ მომავალს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი, ინგლისური ენის მასწავლებელი ოქრო დავითაძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203