წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის (ულურიის) N2 საჯარო სკოლაში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.
სკოლის თოჯინების თეატრმა ჩრდილებით შექმნილი ჩანახატი გააკეთა თემაზე „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ - სიმღერის ტექსტის მიხედვით.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ამით გამოხატეს, რომ დამოუკიდებელი საქართველო ერთიანი და მთლიანია.