ქვენობნის საჯარო სკოლას პროექტის - „ჩართე“ წარმომადგენლები ეწვივნენ
05-06-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვენობნის საჯარო სკოლას პროექტის - „ჩართე“ წარმომადგენლები ეწვივნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, როგორც სტუმრები, ისე მოსწავლეები შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ. 

„სკოლას ეწვივნენ პროექტის - „ჩართე“ წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნული პროექტი დააფინანსეს, არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში.

ფონდმა გასულ წელს სკოლის რამდენიმე მოსწავლეს საჩუქრად გადასცა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი. შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა, მოსწავლეები და სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ,  ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მადლობა ფრანგულ ფონდს ასეთი გულისხმიერებისა და საჩუქრისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203