ჩხორიის საჯარო სკოლაში პედაგოგ თემურ ჩიქოვანიის ხსოვნის პატივსაცემად მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა
05-06-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში პედაგოგ თემურ ჩიქოვანიის ხსოვნის პატივსაცემად მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში ლიის, ჭკადუაშის, ზედაეწერის ტყაიას და რიყეს გუნდები მონაწილეობდნენ. გარდამავალი თასი სწორედ ლიისა და რიყის ვაჟთა გუნდებს ხვდათ, ხოლო გოგონებისა კი ჩხორიის სკოლის გუნდს.

ასევე, თასით დაჯილდოვდა ტურნირის ყველაზე აქტიური მონაწილე გოგა გობეჩია.

ტურნირს ესწრებოდნენ თემურ ჩიქოვანიის შვილები თეონა და პაატა. ტურნირზე მოწვეული იყო მეზობელი სკოლების ფეხბურთის გუნდებიც.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩხორიის სკოლის სპორტის მასწავლებელს ზურაბ არდიას მსაჯობისათვის. 

სკოლის დირექცია ასევე მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ტურნირის სპონსორს, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში ინფორმაციის უზრუნველყოფის მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბეჟან შანავას და სოფლის რწმუნებულს  ბესო ფიფიას.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლას უკვე მეოთხე წელია, რაც დააკლდა შესანიშნავი პედაგოგი, თავისი სიკეთითა და ინტელექტით გამორჩეული პიროვნება თემურ ჩიქოვანი.   ის იყო ორგანიზატორი სკოლაში, თუ სკოლის გარეთ ჩატარებული მრავალი ტურნირის.  ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, ჯან-ღონით სავსემ, სწორედ გაკვეთილის ჩატარების დროს დაგვტოვა“,-ნათქვამია ჩხორიის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203