ინაშაურის საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
05-06-2019

ვანის მუნიციპალიტეტის ინაშაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით  ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ბავშვებმა მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად დაამზადეს ნივთები, დაპატიჟეს სოფლის მცხოვრებლები და გამართეს გამოფენა-გაყიდვა.

ამ დღისათვის თანხა საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმაც გადმორიცხა. შემოსული თანხა  დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის ფონდში გადაირიცხება.

სკოლის ადმინისტრაცია ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და მობრძანებულ სტუმრებს ასეთი მნიშვნელოვანი დღისათვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203