ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე პროექტში „საზაფხულო სკოლა“ პირველ ადგილს იკავებს
05-06-2019

„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „საზაფხულო სკოლის“ შედეგები ცნობილია. ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე კახი ახვლედიანი, რანჟირებული სიის მიხედვით საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს ქულათა მაქსიმალური (20) რაოდენობით.

პროექტის ფარგლებში მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის (მათემატიკა) ტესტირების გზით, რომელშიც 700 მოსწავლიდან საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლე შეირჩა.

სკოლის დირექცია კახი ახვლედიანი ულოცავს და უსურვებს წარმატებას!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203