კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა მცენარეების გამოფენა-გაყიდვა გამართეს
05-06-2019

ზესტაფონის რაიონის კერძო სკოლა „ორნატში“ მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის ინიციატივით მოაწყვეს ყვავილების ფესტივალი.

ფესტივალზე მოსწავლეების და მშობლების დახმარებით მოხდა მრავალფეროვანი ყვავილოვანი მცენარეების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალს ჰყავდა მრავალრიცხოვანი სტუმარი. მოსწავლეებმა სტუმრებს ლამაზ ყვავილოვან მცენარეებთან ერთად თავის შემოქმედებაც უჩვენეს.

ასეთი ღონისძიებით მოსწავლეებს უვითარდებათ ნატურალისტური ინტელექტი,დაკვირვებისა და დახასიათების უნარ-ჩვევები.

უყალიბდებათ ბუნების სიყვარული, რის გამოც იღებენ პასუხისმგებლობას მის მოვლასა და პატრონობაზე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203