წერეთლის საჯარო სკოლის პედაგოგმა სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მოიპოვა
05-06-2019

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნულმა კონფერენცია-გამოფენამ საქართველოს ყველა რეგიონიდან სამოქალაქო განათლების 300 პედაგოგს უმასპინძლა. მათ შორის იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი დიანა აროსიანი.

ღონისძიებაზე გაიმართა სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდნენ სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები სხვადასხვა ნომინაციაში. დიანა აროსიანმა კი სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მოიპოვა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია 2012 წლიდან, წელიწადში ერთხელ იმართება და წელს უკვე მერვე ღონისძიება ჩაატარა. ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორია USAID-ის პროექტი „მომავლის თაობა“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203