დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ღონისძიება ჩაატარეს
05-06-2019

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი საყვარელი კლასის ხელმღვანელი ანა ტყემალაძის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოებას  უაღრესად შინაარსიანი და ლამაზი სანახაობა წარმოუდგინეს ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) შემოქმედებასა და ცხოვრებაზე.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მათი თეატრალური წარმოდგენა იმდენად დახვეწილი იყო დიდ თეატრში ეგონებოდა კაცს თავი. საკლასო ოთახი ნიკოს ნახატებით, მისი შემოქმედებით იყო გაფორმებული მოლბერტთან და „სამიკიტნოსთან“ ერთად, ეკრანზე „გაცოცხლდა“ ნიკოს ცხოვრება და შემოქმედება.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ანა მასწავლებელს, ბავშვებს და მშობლებს ასეთი შესანიშნავი ღონისძიებისთვის, თანადგომისა და დახმარებისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203