
სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები მონაწილეობდნენ ყვავილების ფესტივალში, სადაც საკუთარი კუთხე წარმოადგინეს.
ასევე მონაწილეობდნენ ცეკვისა და სიმღერის ნომრებში.