ჭაჭარაქის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
05-06-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და თანამშრომლები ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203